კომპანიის შესახებ
შპს “სერვისლაინი” საერთაშორისო ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2006 წლის 18 ნოემბერს. კომპანიამ კომერციული საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 15 მაისს. კომპანია “სერვისლაინი” ფლობს შემდეგ ლიცენზიებს:
- ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებაზე;
- საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებაზე;
- ინტერნეტით მომსახურებაზე;
- საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებაზე;
- საკაბელო სატრანზიტო რადიო მაუწყებლობაზე;
- საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობაზე;
- მობილურ საკომუნიკაციო მაუწყებლობაზე;
კომპანია “სერვისლაინი” მომავალში გეგმავს მთელი საქართველოს საერთო სამომხმარებლო ქსელში ჩართვას
- 2008 წელი ქ. ბათუმი,
- 2009 წელი ქ. თბილისი.
- 2010 წელი ქ. ქუთაისი ქ.გორი ქ. ფოთი და რუსთავი.
ახლო მომავალში იგეგმება თბილისის ჩართვა, რომელსაც მოემსახურება ბათუმში აპრობირებული WiMax ტექნოლოგიაზე აწყობილი სისტემა. ასევე იგეგმება IP ტელეფონების ინტეგრირება საერთო სამომხმარებლო ბაზარზე. ჩვენი მომსახურება გამორჩეული იქნება თავისი: მოხერხებულობით, საიმედოობით, სიმარტივით.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩვენი მომხმარებლისთვის MAX-იმალურად მოხერხებულ ტარიფებს.
წლის ბოლოსთვის ბათუმის ცენტრალურ უბნებში ხელმისაწვდომი იქნება კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებელს იყოს MAX-იმალურად მობილური. დაინერგება და ექსპლუატაციაში შევა Wi-Fi ტექნოლოგიაზე ინტეგრირებული ქსელი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ინტერნეტით სარგებლობა დაფარვის ზონის ნებისმიერი წერტილიდან.
რატომ ირჩევენ i-MAX?
- i-MAX — გარანტირებული სიჩქარე და ულიმიტო ტარიფი
- i-MAX — ჩვენთან ჩართვა არ საჭიროებს რაიმე დამატებითი ტექნიკის შეძენას
- i-MAX — განაცხადის შემოტანიდან მეორე დღეს თქვენ ხდებით ჩვენი აბონენტი
- i-MAX — თქვენ 24 საათის განმავლობაში გემსახურებიან ჩვენი ტექნიკური განყოფილების თანამშრომლები
- i-MAX — მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია 450-ზე მეტ გადახდის პუნქტში
